ყოველდღე 10:00 - 19:00

ჩვენს შესახებ ჩვენს შესახებ 

ჩვენს შესახებ 

2022 წელს კომპანია “Edem House”-მა გადალახა 12 წლიანი საქმიანობის ეტაპი. ამ დროის განმავლობაში, განხორციელდა უამრავი ოჯახის ოცნება, აეშენებინათ სახლი სკანდინავიური და კანადური ტექნოლოგიების გამოყენებით. ვაპირებთ გავაგრძელოთ სვლა ევროპული დონის კომპანიის შექმნისკენ. ჩვენი გეგმები მოიცავს ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების შესწავლასა და დანერგვას, საცხოვრებლად კომფორტული და მოსახერხებელი ხის სახლების პროექტირებას. ეკოლოგიურად სუფთა მასალების ძიება, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის გამოფენების მონახულებას, გამოცდილების გაცვლა უცხოელ პარტნიორებთან, ეს ყველაფერი არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ მოწინავე ტექნოლოგიები უშუალოდ თქვენი ოცნების სახლის მშენებლობისთვის. კომპანია “Edem House”-ის თითოეული დასრულებული პროექტი უნიკალურია და ეს არის სასიხარულო მოვლენა, რომელსაც მომხმარებელთან ერთად ვიზიარებთ. თითოეული ადამიანისთვის “სახლის” კონცეფცია ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე უბრალოდ შენობა სახურავით,კარებითა და ფანჯრებით. ეს არის თქვენი საკუთარი სამყარო, თქვენი ცხოვრების თანამგზავრებით — ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, საგნები და განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც თან ახლავს ყველა სახლს. კომპანია „edem house” -ის ამოცანაა ააშენოთ სამყაროში თქვენი კუთხე, სადაც სუფევს სიხარული და სიყვარული! თქვენი ნდობის გარეშე, ვერ შევძლებდით მიგვეღწია იმისთვის რასაც მივაღწიეთ! მადლობას გიხდით ნდობისათვის!

ჩვენი ღირებულებები

ჩვენ პატივსვცემთ საკუთარ თავს და ჩვენს მომხმარებლებს, ამიტომ ვაშენებთ მაღალხარისხიან, გამძლე სახლებს, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას კლიენტისგან და მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს სიმყუდროვით და კომფორტით
ჩვენ პატივსვცემთ საკუთარ თავს და ჩვენს მომხმარებლებს, ამიტომ არ ვაშენებთ იაფ კარკასულ სახლებს „მილიონად”, ვაცნობიერებთ, რომ კლიენტი გმობს საკუთარ თავს მუდმივ დამატებით ინვესტიციებსა და გაჭირვებაში კომფორტის მიღების ნაცვლად
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას,ამიტომ ჩვენ ღია ვართ თქვენთვის და მაქსიმალურად გაგიადვილებთ კონტრაქტორის არჩევას. ამისათვის ჩვენ ვიწვევთ პოტენციურ მომხმარებლებს ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მოსასვლელად, რათა თავად შეაფასონ ჩვენი მიდგომის ხარისხი.
ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას, ამიტომაც არ ვმალავთ, რა ხდება სამშენებლო მიწის ნაკვეთზე. ჩვენ არ ვმალავთ მასალებს, რომლებსაც ვიყენებთ მშენებლობაში, ტექნოლოგიებში, ასევე ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებთანაც შეგიძლიათ კომუნიკაცია სამშენებლო მოედანზე.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ სახლის მაღალ ხარისხს, რადგან ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს, მოწინავე ტექნოლოგიებს, გამოცდილი და კვალიფიციური სამშენებლო გუნდს,ასევე ვაკონტროლებთ მშენებლობის ყველა ეტაპს.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ სახლის მაღალ ხარისხს, ამიტომაც ჩვენ უკომპრომისოები ვართ დაბალი ხარისხის მასალებზე, ტექნოლოგიების დარღვევებზე. ასევე არაკვალიფიციური მუშახელის გამოყენებაზე.
ჩვენ ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეულ კლიენტს, და გთავაზობთ როგორც სტანდარტულ პროექტებს, ასევე პროექტის შემუშავების შესაძლებლობას, კლიენტის სურვილების გათვალისწინებით. ჩვენი არქიტექტორ-დიზაინერი მზად არის დაგეხმაროთ თქვენი ოცნების სახლის პროექტის რეალიზებაში
ვენ ინდივიდუალურად ვუდგებით თითოეული კლიენტს, და არჩეული პროექტის მიუხედავად, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და გარანტიას ვიძლევით ვალდებულებების შედეგებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გპირდებით, რომ გავითვალისწინოთ კლიენტის ყველა სურვილი, არამედ მხოლოდ ის, რაც საშუალებას მოგცემთ ააშენოთ სახლი ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების შესაბამისად
ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ კვალიფიკაციის დონეს, ახალი სამშენებლო ტექნოლოგიების შესწავლითა და დანერგვით, ახალი ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალების შერჩევით, გამოფენების მონახულებით და სამშენებლო ქარხნებში უცხოელ პარტნიორებთან გამოცდილების გაცვლით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ მოწინავე გადაწყვეტილებები თქვენი ოცნების სახლის მშენებლობისთვის
ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ კვალიფიკაციის დონეს, რის გამოც არ ვხდებით ხისტი კონსერვატორები, რაც მიუღებელია ისეთ სწრაფად ცვალებად და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, როგორიცაა მშენებლობა. ამრიგად, ჩვენ არ გთავაზობთ მოძველებულ პროექტებსა და ტექნოლოგიებს

შეჯამებისთვის

თქვენ ნახეთ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის მიმზიდველი „ფასის“ შეთავაზება, ჩვენთვის მთავარია შორსმიმავალი საქმიანი ურთიერთობები, ჩვენი გამოცდილებისა და სამშენებლო კომპეტენციის ხარჯზე. კომპანია „ედემ ჰაუსისთვის“ ყოველი პროექტი უნიკალურია და ყოველ დასრულებულ პროექტზე სიხარულს თქვენთან ერთად ვიზიარებთ! გმადლობთ ნდობისთვის.
Work time:
everyday 10:00 – 19:00