ყოველდღე 10:00 - 19:00

ფასიფასი

ფასი

თითოეულ კლიენტთან მშენებლობის ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს. ერთმანეთის გაცნობის ეტაპზე არ გვინდა შეცდომაში შეგიყვანოთ საიტზე მომხიბვლელი ფასებით, რაც საბოლოო ჯამში რეალობასთან თანხვედრაში არ იქნება. შესაბამისად, ღირებულების დასადგენად საჭიროა ორი მარტივი პროცედურის გავლა :
  • სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა.  ამ ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ წინასწარ გაანგარიშებას იმ პროექტის, რომელიც მოგეწონათ ჩვენს ვებგვერდზე ან თქვენივე შემოთავაზებული პროექტის და გიხსნით რისგან შედგება ღირებულება. (პროექტების სავარაუდო ღირებულება გარკვეულ კონფიგურაციაში მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში). საშუალო სირთულის პროექტის სავარაუდო შეფასების შეცდომა + / – 5-7%
  • პროექტის სავარაუდო ღირებულება. თუ პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება მიდის თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად, შემდგომში ერთად ვაკეთებთ პროექტის არქიტექტურულ უზრუნველყოფას, სადაც თქვენი ყველა სურვილის გათვალისწინებით, მიიღებთ სრულ სამშენებლო ხარჯთაღრიცხვას (უმნიშვნელო დეტალებამდე), რომელიც მოგვიანებით შევა სამშენებლო ხელშეკრულებაში. ამის შემდეგ თქვენ ზუსტად გაიგებთ, რა შედის მშენებლობის ბიუჯეტში და რაში იხდით.
ცხრილში მოცემულია პროექტის ღირებულება, რომელშიც შედის : საძირკველში ჩასასობი რკინა-ბეტონის ხიმინჯები, ექსტერიერის დასრულება (როგორიც პროექტის სურათზეა), ინტერიერის წინასწარი მოპირკეთება, სტანდარტული საინჟინრო სისტემები (შუქი, წყალი, კანალიზაცია, ელექტრო გათბობა)
 
ფასში არ შედის ადგილზე მიწოდება. რაც უფრო დიდია ფართობი, მით უფრო დაბალია კვადრატული მეტრის ღირებულება
  • სახლის ფართობი
    * პროექტის სავარაუდო ღირებულება
  • 60 - 80 მ2
    $745/მ2 - დან
  • 80 - 100 მ2
    $685/მ2 - დან
  • 100 - 120 მ2
    $650/მ2 - დან
  • 120 - 140 მ2
    $640/მ2 - დან
  • 140 - 160 მ2
    $635/მ2 - დან
  • 160 მ2 - ზე მეტი
    მოთხოვნით
* ღირებულება განსხვავდება პროექტის არქიტექტურის სპეციფიკიდან გამომდინარე. მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ, პროექტის გვერდიდან მოთხოვნოს გაგზავნა
Work time:
everyday 10:00 – 19:00